კახა გეწაძე
#51 ზესტაფონის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • მოგესალმებით ძვირფასო ამომრჩევლებო!

    მინდა ჩვენი ხედვა, პოზიცია და სამოქმედო გეგმა გაგაცნოთ და ასევე, შევეცდები პასუხი გავცე თქვენს მიერ დასმულ ყველა შეკითხვას, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში, თქვენთან შეხვედრების დროს გამოიკვეთა. გაგაცნოთ თუ როგორ და რა კონკრეტული ქმედებებით ვაპირებ იმ პრობლემების მოგვარებას, რომლებიც დღეს ყველა ჩვენთაგანს აწუხებს.
  • Rioni_Tv_03
  • მაჟორიტარი დეპუტატი
    ფოტოსურათის აღწერა
01.11.11
ჩემპიონატი ფეხბურთში 
   მესამე წელია ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატის კახა გეწაძის ინიციატივით რაიონის საჯარო სკოლებს შორის ფეხბურთში ჩემპიონატი ტარდება. წლევანდელ წელს ტურნირში 28 გუნდი მონაწილეობდა, ფინალური შეხვედრა კი ქალაქის #2 და #5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის შედგა, რომელიც #5 საჯარო სკოლის გამარჯვებით დასრულდა. მაჟორიტარი დეპუტატის მიერ დაწესებული გარდამავალი თასი ერთი წლის მათი საკუთრება გახდა. ,,სასიამოვნოა, რომ 2008 წელს დაწყებული ეს ჩემპიონატი გრძელდება და ახალგაზრდებს მეტი მოტივაცია უჩნდებათ აქტიურად ჩაებნენ მასში. ყოველწლიურად მონაწილე გუნდების რაოდენობა იზრდება, ამიტომ მიმაჩნია რომ სპორტული ცხოვრებით დაინტერესებით მომავალ თაობას ნაკლები თავისუფალი დრო ექნებათ, ფიზიკური ვარჯიშით კი არა მხოლოდ სხეულს, არამედ ცნობიერებასაც აჯანსაღებენ. დღეს გამარჯვება ერთ გუნდს ხვდა წილად, მაგრამ ყველა დანარჩენი იმდენად მოტივირებული იყო, იმდენად მიზანმიმართული გამარჯვებისკენ, რომ მომავალში ერთ-ერთი მათგანი ნამდვილად გახდება ამ თასის მფლობელი”- განაცხადა კახა გეწაძემ საპრიზო ადგილებზე გასული გუნდების დაჯილდოების დროს. 
ჩემპიონატის ფინალური შეხვედრის შემდგომ ცნობილი გახდა მაჟორიტარი დეპუტატის კიდევ ერთი გადაწყვეტილება. თუ სკოლა ზედიზედ 3-ჯერ გახდება გარდამავალი თასის მფლობელი, ჩემპიონატისათვის განკუთვნილი თასი იმ სკოლას მუდმივად დარჩება
მესამე წელია ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატის კახა გეწაძის ინიციატივით რაიონის საჯარო სკოლებს შორის ფეხბურთში ჩემპიონატი ტარდება
24.06.11

საქართველოს პარლამენტის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის ბატონი კახა გეწაძის ინიციატივითა და ძალისხმევით ზესტაფონის მოსწავლე-ახალგაზრდული პარლამენტის წევრების ოცნება მოენახულებინათ საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია, სადაც ძირითადად წყდება სახელმწიფოს აწმყოა და მომავლის უდიდესი პრობლემები აღსრულდა. მოსწავლეებმა და მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის მუშაკებმა (სულ 52 კაცი) 2011 წლის ივნისის თვეში ინტერესით დაათვალიერეს საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია, ისინი მოიხიბლნენ შენობის არქიტექტურით, ხელოვნების ნიმუშებითა და შენობიდან დანახული თბილისის ხედებით, მათ ამაღლებული განწყობა შეუქმნათ სასახლეში შექმნილმა ატმოსფერომ, მოსწავლეები პრეზიდენტის რეზიდენციის დათვალიერების შემდეგ აღფრთოვანებული საუბრობდნენ იმ შთაბეჭდილებებზე რომელიც მატ პრეზიდენტის რეზიდენციის  დათვალიერებითა და პრეზიდენტის საქმიანობაზე მიიღეს. როგორც მოსწავლე-ახალგაზრდების საუბრებიდან გამოჩნდა ეს დღე მათ ცხოვრებაში ყველაზე გამორჩეული და სამახსოვრო იქნება. ხასგასმით ლაპარაკობდნენ იმაზეც, რომ  აქ მიღებული შტაბეჭდილებები მათ მეტ პასუხისმგებლობასაც აკისრებთ როგორც ქვეყნის მომავალ მშენებლებს, რომ ბეჯითი სწავლა და მუხლჩაუხრელი შრომა უნდა იქცეს მათთვის მთავარ ლაიტმოტივად მომავალი ცხოვრებისა და მოღვაწეობის მთელ გზაზე. მოსწავლეებმა დიდი პატივისცემა და მადლიერება გამოხატეს პარლამენტარ ბატონ კახა გეწაძის მიმართ, რომელმაც დიდი გულისხლიერება და გარჯა არ დიშურა ღონისძიების მაღალ დონეზე მოწყობის მიზნით.

25.05.11
იმერული ოჯახური ღვინოების საგანგებო დეგუსტაცია ,,ღვინის ფესტივალი 2011" და საყოველთაო დღესასწაული, რომელსაც ზესტაფონმა მესამედ უმასპინძლა საქართველოს პარლამენტის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დეპუტატის კახა გეწაძის იდეა უკვე ტრადიციათ იქცა.
საუკეთესო ოჯახური ბრენდის გამოსავლენად ფესტივალზე მონაწილეობა 48 წარმომადგენელმა მიიგო, ამასთან ფესტივალზე უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე თითქმის ყველა სოფელმა იმერული კოლორიტი შექმნა. იყო ტრადიციული სადღეგრძელოები, გულითადი მილოცვები, კეთილი სურვილები  და მრავალჟამიერის ხმაც მრავლად ისმოდა.
ფესტივალისადმი ინტერესი და ამაღლებული განწყობა კიდევ იფორ გაზარდა ფესტივალში საპატიო სტუმრების მონაწილეობამ, რომელთაშორის იყვნენ იმერეთის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია, საქართველოს პარლამენტის სხვა წევრები და სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლები. ფესტივალზე ასევე მოწვეულები იყვნენ იმერეთის მხარია გილობრივი თვით მართველობის ხემძღვანელები.
ღვინისფესტივალზე მარგვათის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე ვახტანგმა დალოცა, რომელსაც სხვა სასულიერო პირებიც ახდნენ.
დეგუსტაციის შედეგების მიხედვით პირველი ადგილი მწყელიციხელმა ტარიელ ყვავაძემ მოიპოვა, მას საპრიზო ფონდიდან განსაზღვრული 1000 ლარი გადაეცა, მეორე ადგილზე ზესტაფონელი თემურ მაღლაკელიძის ოჯახური გვინო გავიდა და ოჯახმა შესაბამისად 500 ლარიანი ფულადი საჩუქარი მიიღოო, მესამე ადგილის პრიზიორ სვირელ დავით ნიქაბაძეს 300 ლარი გადაეცა. გუბერნატორის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი საუკეთესო ღვინის წარმოებისათვის კვალითელ დავით გიორგაძეს ხვდა წილად. გამარჯვებულებს ასევე გადაეცათ სპეციალურად  საფესტივალოდ დამზადებული ექსკლუზიური პრიზები. მონაწილეებისათვის პრიზები დაწესებული ჰქონდათ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც.
ფესტივალი ქართული სიმღერის და ცეკვის სულში ჩამწვდომი ჰანგების ფონზე მიმდინარეობდა. აქ თავი გამოიჩინეს და თავისი შემოქმედება წარმოაჩინეს რაიონში მოქმედმა მხატრულმა კოლექტივებმა და ინდივიდუალურმა შემსრულებმებმა

ვიზიტორები:
NDI
USAID